Tuesday, June 28, 2016

სასწავლო პროექტი




                                                                              ვის გაუყიდავ სტუმარი?
                         შედეგების  მისაღწევად  განსახორციელებელი  აქტივობები :
              1.  მოსწავლეები დაიყოფიან  ჯგუფებად და აირჩევენ ჯგუფების ლიდერებს.
               2. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სტუმარ-მასპინძლობის შესახებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
               3.   გაინაწილებენ საქართველოს კუთხეებს სამოგზაუროდ,რათა ადგილზე გაეცნონ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას.
               4.     მოსწავლეები მოახდენენ მოპოვებული ინფორმაციის და საკუთარი თვალით ნახულის შდარებას,შეჯერებას.
                5.     ჯგუფები გაუზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.
                6.  მოახდენენ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის შედარებას შესწავლილ ნაწარმოებებთან.
                 7.მოაწყობენ პრეზენტაციას.
                საქმიანობის გაწერა დროში:
                I  აქტივობა- 1 დღე
                II აქტივობა - 4 დღე
               III აქტივობა - 1 კვირა
               IV აქტივობა - 1 დღე
               V აქტივობა - 1 დღე
               VI აქტივობა - 1 დღე
              VII აქტივობა - 1 დღე
            საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები:
            კესო შიშინაშვილი,ანა ჭარბაძეკ,გიორგი ლუხუტაშვილი,ვაკა ლუხუტაშვილი,მიშა ლუხუტაშვილი,ზურა ჯანგიძე,
            კირილე ინასარიძე,ქეთი ლომთაძე,ჯუმბერ ლომთაძე,აკაკი ჭარბაძე,გოგა ლომთაძე,გურამ ნემსწვერიძე.
            საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები:
           კესო შიშინაშვილი,ანა ჭარბაძე , აკაკი ჭარბაძე, ჯუმბერ ლომთაძე.
           საქმიანობის შესაბამისი რესურსები:

           კომპიუტერი,პროექტორი,მარკერები,ფურცლები.

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
აკაკი წერეთელი-,,ჩემი თავგადასავალი“(გიმნაზიაში)
სწავლების საფეხური
საბაზო VI კლასი
მოსწავლეთა პროფილი და რაოდენობა
კლასში არ არის სპეციალურიი საჭიროების მქონე მოსწავლე .
15 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებს აინტერესებთ უფრო მეტის გაგება ყველასათვის საყვარელი პოეტის,აკაკი წერეთლის ცხოვრების შესახებ.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
·          მოსწავლემ შეძლოს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ამა თუ იმ ფაქტისადმი.
·          მოსწავლემ გაარჩიოს სიტყვის შინაარსობრივი მრავალფეროვნება და სათანადოდ გამოიყენოს ის მეტყველების დროს.
·          მოსწავლემ შეძლოს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.
ქართ. VI. 13.მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ა.წერეთლის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები.ნასწავლი აქვთ მონაკვეთები ,,ჩემი თავგადასავლიდან“
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლის თვითშეფასება და თანატოლთა შფასება.
ტესტირება.
მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი.
მოსწავლე სათანადოდ იყენებს სიტყვის შინაარსობრივ მრავალფეროვნებას მეტყველების დროს.
მოსწავლე ადგენს მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.
სასწავლო მასალა და ტენიკური რესურსები
ა.წერეთელი-,,ჩემი თავგადასავალი“(ტექსტი).
კომპიუტერი,პროექტორი,გონებრივი იერიშის რუკა.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეებს ვაჩვენებ აკაკის ცხოვრების ამსახველი ფილმის, ,,აკაკის აკვანის“ კადრებს,რასაც მოსდევს მისი კლასში განხილვა.
მოსწავლეები გაიხსენებენ მათთვის ნაცნობ ეპიზოდებს აკაკის ბიოგრაფიიდან და შეადარებენ ფილმს.(15წთ.)
მოსწავლეები ინდივიდუალურად წაიკითხავენ ტექსტს (გიმნაზიაში) და გააკეთებენ ჩამონათვალს:რა ვიცოდი აკაკის შესახებ?რა გავიგე?რისი გაგება მაინტერესებს?მოსწავლეებს ვეკითხები,თუ რა კავშირშია ერთმანეთთან,ის რაც იცოდნენ და რაც ტექსტის წაკითხვის შემდეგ გაიგეს.მოხდება მოსწავლეთა შორის აზრთა გაზიარება და საკლასო დისკუსია.(20წთ.)
მოსწავლეები ინდივიდუალურად გააკეთებენ წინასწარ გამზადებულ ტესტებს.(7წთ.)
საშინაო დავალება(3წთ.)


კრიტერიუმები
           1-3
           4-5
           6-8
         9-10
მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი
მოსწავლეს უჭირს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ამა თუ იმ ფაქტისადმი
მოსწავლე  ნაწილილობრივ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი
მოსწავლე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი, მაგრამ უჭირს არგუმენტებით მისი გამყარება
მოსწავლე გამოხატავს  თავის დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმიდა სათანადო არგუმენტებით ამყარებს მას
მოსწავლე სათანადოდ იყენებს სიტყვის შინაარსობრივ მრავალფეროვნებას მეტყველების დროს
მოსწავლე სათანადოდ ვერ იყენებს სიტყვის შინაარსობრივ მრავალფეროვნებას მეტყველების დროს
მოსწავლე ზოგიერთ შემთხვევაში იყენებს სიტყვის შინაარსობრივ მრავალფეროვნებას მეტყველების დროს
მოსწავლე იყენებს სიტყვის შინაარსობრივ მრავალფეროვნებას მეტყველების დროს, მაგრამ ზოგჯერ უშვებს შეცდომას
მოსწავლე ყოველთვის სათანადოდ იყენებს სიტყვის შინაარსობრივ მრავალფეროვნებას მეტყველების დროს
მოსწავლე ადგენს მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს
მოსწავლე ვერ ადგენს მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს
მოსწავლე ხშირად ვერ ადგენს მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს
მოსწავლე თითქმის ყოველთვის ადგენს მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს
მოსწავლე ყოველთვის ადგენს მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრი  კავშირს



Tuesday, November 17, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა



სახელი და გვარი
მაკა ჭარბაძე
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ხვანჭკარის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
სადაურსა სად წაიყვან-დავით გურამიშვილის ,,დავითიანი“
თემის შინაარსი
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ემიგრანტ მწერლებზე.შეადგენენ ანკეტას გამოკითხვისთვის.
გამოარკვევენ რომელი მწერალი არის გამოკითხულთა დაინტერესების საგანი.შეისწავლიან ამ მწერლის
ბიოგრაფიას,შემოქმედებას და დაუკავშირებენ მას თანამედროვე ცხოვრებას.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
X
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა თუ პუბლიცისტურმა თხზულებამ; · აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს (მოჰყავს ციტატები ტექსტიდან საკუთარი აზრის ნათელსაყოფად); · მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში; · განმარტავს, რატომ წაიკითხა ან ვერ წაიკითხა თხზულება ინტერესით/გატაცებით; · საუბრობს იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება / არ შეესაბამება ის, რაც თხზულებაშია ასახული, მის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან შეხედულებებს. ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: · განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას / პრობლემატიკას; · აჯგუფებს პერსონაჟებს კონფლიქტთან მიმართებით; · თხრობითი ხასიათის ნაწარმოებებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა); · საუბრობს ნაწარმოებში პეიზაჟის, ინტერიერის ფუნქციაზე; · მსჯელობს ავტორის მეტყველების თავისებურებაზე, მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებსა (ალუზია, ალეგორია, გაპიროვნება, ეპითეტი, მეტაფორა, შედარება და სხვ.) და მათს ფუნქციაზე ნაწარმოებში;
· განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას ან ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის / კონფლიქტის / პრობლემის ინტერპრეტაციას;

· შეაფასებს ლირიკულ ნაწარმოებს სუბიექტურ აღქმასა და/ან მხატვრული ფასეულობების გააზრებაზე დაყრდნობით; აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).
ქართ. X. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: · იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეს: გაცნობით კითხვას, შესწავლით კითხვას, კითხვას ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის; · იყენებს მარკირების სხვადასხვა ხერხს (მინიშნებებს ტექსტის არშიაზე, საკვანძო სიტყვების ან საინტერესო ადგილების ხაზგასმას, სხვადასხვა ფერის მარკერს და სხვ.); · იყენებს სხვადასხვა საშუალებას (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს) უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად; · ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას; · მონიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ციტატებს და ურთავს კომენტარებს.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
1.მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას.
2.გაეცნობიან ეპოქას,გააკეთებენ მის მიმოხილვას,მოაწყობენ დისკუსიას მოვლენათა გამომწვევ მიზეზებზე.
3.შეიწავლიან დ.გურამიშვილის ბიოგრაფიას.
4.შეისწავლიან ,,დავითიანს“(,,ქართლის ჭირი“).
5.დაუკავშირებენ ეპოქას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს?
რა ადგილი უჭირავს წიგნს თქვენს ცხოვრებაში?
ახდენს თუ არა წიგნი გავლენას ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებაზე?

თემატური კითხვები
რა იცით ემიგრანტი მწერლების შესახებ?
იცნობთ თუ არა რომელიმე მათგანის შემოქმედებას?
შინაარსობრივი კითხვები
რომელი ემიგრანტი მწერალი იწვევს თქვენს დაინტერესებას?

რა იცით დ.გურამიშვილის შესახებ?
იცნობთ თუ არა მის შემოქმედებას?
იცით თუ არა რომელიმე მონაკვეთი ,,დავითიანიდან?’’




შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










მოსწავლეებს ვავსებინებ ცხრილს ვიცი-ვისწავლე-მინდა ვიცოდე.
ვაფასებ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას.
მოსწავლეები აწარმოებენ დღიურს.მოიძიებენ საჭირო მასალებს.აწარმოებენ გამოკითხვას კლასში.აჯამებენ შედეგებს.მუშაობენ ჯგუფებში.
აწყობენ დისკუსიას.
მეტაკოგნიტური აზროვნების განვითარება.
დამოუკიდებელი და ჯგუფური  მუშაობის უნარების განვითარება და თანამშრომლობა.
ვაწყობ ვიქტორინა კონკურსს.იმართება  პრეზენტაცია.ხდება პროექტის საბოლოო შეფასება.ვაფასებ მოსწავლეთა ცოდნას,შემოქმედებითობას და კრიტიკულ აზროვნებას.
მიზანი:
მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
თვითშეფასება







შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეები ავსებენ ცხრილს ვ-მ-ვ-ს,აწარმოებენ დღიურს.ინტერნეტიდან მოიებენ მასალას საჭიროებისამებრ.ადგენენ ანკეტას გამოკითხვებისათვის.აჯამებენ შედეგებს.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
ინტერნეტ რესურსების მოძიებისა და ბიბლიოთეკაში მუშაობის უნარ-ჩვევები.ვორდის პროგრამაში მუშაობისა და პუბლიკაციის შექმნის საბაზისო ცოდნა.წერილობითი და ზეპირი ფორმით  მასალების ინტერპრეტირების და მოსაზრების გამოხატვის უნარი.
სასწავლო პროცედურები
1      პირველი კვირა- მოვაწყობ დისკუსიას თემაზე ემიგრაცია. მოსწავლეთა შორის მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა,რის შემდეგაც გავაცნობ  მათ პროექტის  გეგმას. მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად შემდეგი პრინციპით:გამოვიყენებ ძველ მისალოც ბარათებს. ორად დავჭრით მის ყდაზე გამოსახულ სურათს თუ გამოსახულებას. ბრმად ამოვაღებინებთ მოსწავლეებს ბარათების ნახევარს, შემდეგ კი ერთმანეთს დავუწყვილებ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ერთი და იგივე ბარათის ნახევრები ამოუვათ. ისინი აირჩევენ ლიდერებს. თითოეული ჯგუფის ხელმძღვანელს დაევალება  ჯგუფის წევრთა საქმიანობის მონიტორინგი და დღიურის წარმოება. მოსწავლეები შეადგენენ კითხვარს, რომლის მეშვეობითაც აწარმოებენ გამოკითხვას ემიგრანტ მწერლებზე.  
მეორე კვირა-მოსწავლეები აჯამებენ გამოკითხვის შედეგებს და არკვევენ რომელმა მწერალმა გამოიწვია მეტი ინტერესი გამოკითხულებში. შემდეგ მოიძიებენ ინფორმაციას მწერლის ბიოგრაფიაზე. გაეცნობიან ეპოქას, შეისწავლიან მწერლის შემოქმედებას. ინიშნავენ საკუთარ შემოქმედებას, შეაჯამებენ საკუთარ მოსაზრებებს , რის შემდეგაც იმართება დისკურსია.

მესამე კვირა-მოსწავლეები იწყებენ მუშაობას, რათა თავიანთ ნამუშევრებს მისცენ საბოლოო სახე. ქმნიან ბროშურას, გაზეთს, აწყობენ პრეზენტაციას.





 

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სპეციალური საჭიროების მოსწავლეს, ჩავრთავ ჯგუფურ მუშაობაში. დავავალებ მეგობრებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტრესურსების მოძიებაში.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

მოსწავლეს დავავალებ მოძიოს ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით მშობლიურ ენაზე. მივაწოდებ შესაბამის ენაზე ნათარგმნ ტექსტს,  რომ უფრო გაუიოლდეს მუშაობა პროექტზე.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
 მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს დავავალებ ჯგუფის ხელმძღვანელობას. მეგობრების მუშაობის მუდმივ მონიტორინგს. მასალის სიღრმისეულ კვლევას. მეგობრებთან ერთად პროექტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობას.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა