Tuesday, November 17, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა



სახელი და გვარი
მაკა ჭარბაძე
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ხვანჭკარის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
სადაურსა სად წაიყვან-დავით გურამიშვილის ,,დავითიანი“
თემის შინაარსი
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ემიგრანტ მწერლებზე.შეადგენენ ანკეტას გამოკითხვისთვის.
გამოარკვევენ რომელი მწერალი არის გამოკითხულთა დაინტერესების საგანი.შეისწავლიან ამ მწერლის
ბიოგრაფიას,შემოქმედებას და დაუკავშირებენ მას თანამედროვე ცხოვრებას.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
X
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა თუ პუბლიცისტურმა თხზულებამ; · აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს (მოჰყავს ციტატები ტექსტიდან საკუთარი აზრის ნათელსაყოფად); · მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში; · განმარტავს, რატომ წაიკითხა ან ვერ წაიკითხა თხზულება ინტერესით/გატაცებით; · საუბრობს იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება / არ შეესაბამება ის, რაც თხზულებაშია ასახული, მის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან შეხედულებებს. ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: · განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას / პრობლემატიკას; · აჯგუფებს პერსონაჟებს კონფლიქტთან მიმართებით; · თხრობითი ხასიათის ნაწარმოებებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა); · საუბრობს ნაწარმოებში პეიზაჟის, ინტერიერის ფუნქციაზე; · მსჯელობს ავტორის მეტყველების თავისებურებაზე, მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებსა (ალუზია, ალეგორია, გაპიროვნება, ეპითეტი, მეტაფორა, შედარება და სხვ.) და მათს ფუნქციაზე ნაწარმოებში;
· განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას ან ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის / კონფლიქტის / პრობლემის ინტერპრეტაციას;

· შეაფასებს ლირიკულ ნაწარმოებს სუბიექტურ აღქმასა და/ან მხატვრული ფასეულობების გააზრებაზე დაყრდნობით; აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).
ქართ. X. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: · იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეს: გაცნობით კითხვას, შესწავლით კითხვას, კითხვას ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის; · იყენებს მარკირების სხვადასხვა ხერხს (მინიშნებებს ტექსტის არშიაზე, საკვანძო სიტყვების ან საინტერესო ადგილების ხაზგასმას, სხვადასხვა ფერის მარკერს და სხვ.); · იყენებს სხვადასხვა საშუალებას (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს) უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად; · ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას; · მონიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ციტატებს და ურთავს კომენტარებს.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
1.მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას.
2.გაეცნობიან ეპოქას,გააკეთებენ მის მიმოხილვას,მოაწყობენ დისკუსიას მოვლენათა გამომწვევ მიზეზებზე.
3.შეიწავლიან დ.გურამიშვილის ბიოგრაფიას.
4.შეისწავლიან ,,დავითიანს“(,,ქართლის ჭირი“).
5.დაუკავშირებენ ეპოქას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს?
რა ადგილი უჭირავს წიგნს თქვენს ცხოვრებაში?
ახდენს თუ არა წიგნი გავლენას ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებაზე?

თემატური კითხვები
რა იცით ემიგრანტი მწერლების შესახებ?
იცნობთ თუ არა რომელიმე მათგანის შემოქმედებას?
შინაარსობრივი კითხვები
რომელი ემიგრანტი მწერალი იწვევს თქვენს დაინტერესებას?

რა იცით დ.გურამიშვილის შესახებ?
იცნობთ თუ არა მის შემოქმედებას?
იცით თუ არა რომელიმე მონაკვეთი ,,დავითიანიდან?’’




შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










მოსწავლეებს ვავსებინებ ცხრილს ვიცი-ვისწავლე-მინდა ვიცოდე.
ვაფასებ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას.
მოსწავლეები აწარმოებენ დღიურს.მოიძიებენ საჭირო მასალებს.აწარმოებენ გამოკითხვას კლასში.აჯამებენ შედეგებს.მუშაობენ ჯგუფებში.
აწყობენ დისკუსიას.
მეტაკოგნიტური აზროვნების განვითარება.
დამოუკიდებელი და ჯგუფური  მუშაობის უნარების განვითარება და თანამშრომლობა.
ვაწყობ ვიქტორინა კონკურსს.იმართება  პრეზენტაცია.ხდება პროექტის საბოლოო შეფასება.ვაფასებ მოსწავლეთა ცოდნას,შემოქმედებითობას და კრიტიკულ აზროვნებას.
მიზანი:
მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
თვითშეფასება







შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეები ავსებენ ცხრილს ვ-მ-ვ-ს,აწარმოებენ დღიურს.ინტერნეტიდან მოიებენ მასალას საჭიროებისამებრ.ადგენენ ანკეტას გამოკითხვებისათვის.აჯამებენ შედეგებს.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
ინტერნეტ რესურსების მოძიებისა და ბიბლიოთეკაში მუშაობის უნარ-ჩვევები.ვორდის პროგრამაში მუშაობისა და პუბლიკაციის შექმნის საბაზისო ცოდნა.წერილობითი და ზეპირი ფორმით  მასალების ინტერპრეტირების და მოსაზრების გამოხატვის უნარი.
სასწავლო პროცედურები
1      პირველი კვირა- მოვაწყობ დისკუსიას თემაზე ემიგრაცია. მოსწავლეთა შორის მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა,რის შემდეგაც გავაცნობ  მათ პროექტის  გეგმას. მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად შემდეგი პრინციპით:გამოვიყენებ ძველ მისალოც ბარათებს. ორად დავჭრით მის ყდაზე გამოსახულ სურათს თუ გამოსახულებას. ბრმად ამოვაღებინებთ მოსწავლეებს ბარათების ნახევარს, შემდეგ კი ერთმანეთს დავუწყვილებ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ერთი და იგივე ბარათის ნახევრები ამოუვათ. ისინი აირჩევენ ლიდერებს. თითოეული ჯგუფის ხელმძღვანელს დაევალება  ჯგუფის წევრთა საქმიანობის მონიტორინგი და დღიურის წარმოება. მოსწავლეები შეადგენენ კითხვარს, რომლის მეშვეობითაც აწარმოებენ გამოკითხვას ემიგრანტ მწერლებზე.  
მეორე კვირა-მოსწავლეები აჯამებენ გამოკითხვის შედეგებს და არკვევენ რომელმა მწერალმა გამოიწვია მეტი ინტერესი გამოკითხულებში. შემდეგ მოიძიებენ ინფორმაციას მწერლის ბიოგრაფიაზე. გაეცნობიან ეპოქას, შეისწავლიან მწერლის შემოქმედებას. ინიშნავენ საკუთარ შემოქმედებას, შეაჯამებენ საკუთარ მოსაზრებებს , რის შემდეგაც იმართება დისკურსია.

მესამე კვირა-მოსწავლეები იწყებენ მუშაობას, რათა თავიანთ ნამუშევრებს მისცენ საბოლოო სახე. ქმნიან ბროშურას, გაზეთს, აწყობენ პრეზენტაციას.





 

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სპეციალური საჭიროების მოსწავლეს, ჩავრთავ ჯგუფურ მუშაობაში. დავავალებ მეგობრებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტრესურსების მოძიებაში.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

მოსწავლეს დავავალებ მოძიოს ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით მშობლიურ ენაზე. მივაწოდებ შესაბამის ენაზე ნათარგმნ ტექსტს,  რომ უფრო გაუიოლდეს მუშაობა პროექტზე.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
 მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს დავავალებ ჯგუფის ხელმძღვანელობას. მეგობრების მუშაობის მუდმივ მონიტორინგს. მასალის სიღრმისეულ კვლევას. მეგობრებთან ერთად პროექტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობას.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      

No comments:

Post a Comment