გაკვეთილის მთავარი თემა
|
აკაკი წერეთელი-,,ჩემი თავგადასავალი“(გიმნაზიაში)
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო VI კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი და რაოდენობა
|
კლასში არ არის სპეციალურიი საჭიროების მქონე მოსწავლე .
15 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეებს აინტერესებთ უფრო მეტის გაგება ყველასათვის საყვარელი პოეტის,აკაკი წერეთლის ცხოვრების შესახებ.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
· მოსწავლემ შეძლოს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ამა თუ იმ ფაქტისადმი.
· მოსწავლემ გაარჩიოს სიტყვის შინაარსობრივი მრავალფეროვნება და სათანადოდ გამოიყენოს ის მეტყველების დროს.
· მოსწავლემ შეძლოს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.
ქართ. VI. 13.მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ა.წერეთლის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები.ნასწავლი აქვთ მონაკვეთები ,,ჩემი თავგადასავლიდან“
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლის თვითშეფასება და თანატოლთა შფასება.
ტესტირება.
მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი.
მოსწავლე სათანადოდ იყენებს სიტყვის შინაარსობრივ მრავალფეროვნებას მეტყველების დროს.
მოსწავლე ადგენს მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.
|
სასწავლო მასალა და ტენიკური რესურსები
|
ა.წერეთელი-,,ჩემი თავგადასავალი“(ტექსტი).
კომპიუტერი,პროექტორი,გონებრივი იერიშის რუკა.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეებს ვაჩვენებ აკაკის ცხოვრების ამსახველი ფილმის, ,,აკაკის აკვანის“ კადრებს,რასაც მოსდევს მისი კლასში განხილვა.
მოსწავლეები გაიხსენებენ მათთვის ნაცნობ ეპიზოდებს აკაკის ბიოგრაფიიდან და შეადარებენ ფილმს.(15წთ.)
მოსწავლეები ინდივიდუალურად წაიკითხავენ ტექსტს (გიმნაზიაში) და გააკეთებენ ჩამონათვალს:რა ვიცოდი აკაკის შესახებ?რა გავიგე?რისი გაგება მაინტერესებს?მოსწავლეებს ვეკითხები,თუ რა კავშირშია ერთმანეთთან,ის რაც იცოდნენ და რაც ტექსტის წაკითხვის შემდეგ გაიგეს.მოხდება მოსწავლეთა შორის აზრთა გაზიარება და საკლასო დისკუსია.(20წთ.)
მოსწავლეები ინდივიდუალურად გააკეთებენ წინასწარ გამზადებულ ტესტებს.(7წთ.)
საშინაო დავალება(3წთ.)
|
კრიტერიუმები
|
1-3
|
4-5
|
6-8
|
9-10
|
მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა
თუ იმ ფაქტისადმი
|
მოსწავლეს უჭირს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
ამა თუ იმ ფაქტისადმი
|
მოსწავლე
ნაწილილობრივ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი
|
მოსწავლე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამა თუ
იმ ფაქტისადმი, მაგრამ უჭირს არგუმენტებით მისი გამყარება
|
მოსწავლე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმიდა
სათანადო არგუმენტებით ამყარებს მას
|
მოსწავლე სათანადოდ იყენებს სიტყვის შინაარსობრივ
მრავალფეროვნებას მეტყველების დროს
|
მოსწავლე სათანადოდ ვერ იყენებს სიტყვის შინაარსობრივ
მრავალფეროვნებას მეტყველების დროს
|
მოსწავლე ზოგიერთ შემთხვევაში იყენებს სიტყვის შინაარსობრივ
მრავალფეროვნებას მეტყველების დროს
|
მოსწავლე იყენებს სიტყვის შინაარსობრივ მრავალფეროვნებას
მეტყველების დროს, მაგრამ ზოგჯერ უშვებს შეცდომას
|
მოსწავლე ყოველთვის სათანადოდ იყენებს სიტყვის შინაარსობრივ
მრავალფეროვნებას მეტყველების დროს
|
მოსწავლე ადგენს მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ
კავშირს
|
მოსწავლე ვერ ადგენს მოვლენებსა და ფაქტებს შორის
მიზეზ-შედეგობრივ კავშირს
|
მოსწავლე ხშირად ვერ ადგენს მოვლენებსა და ფაქტებს
შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს
|
მოსწავლე თითქმის ყოველთვის ადგენს მოვლენებსა და
ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს
|
მოსწავლე ყოველთვის ადგენს მოვლენებსა და ფაქტებს
შორის მიზეზ-შედეგობრი კავშირს
|
No comments:
Post a Comment